ქართველების „მეცი“ ლიგა 1-ში „მონაკოს“ დაუპირისპირდა, დაძაბული ბრძოლა დამატებულ წუთებზე გაშვებული გოლით დათმო და ლიგა 2-ში ოფიციალურად დაქვეითდა – 1:2.
საფრანგეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის შეხვედრაში „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში ქართველი ფეხბურთელებიდან ორმა ითამაშა – გიორგი წიტაიშვილმა და გიორგი ქვილითაიამ, ხოლო გიგი აბუაშვილი მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა.
32 ტურის შემდეგ „მეცმა“ 16 ქულა დააგროვა, ბოლო მე-18 ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე საფრანგეთის მთავარ ლიგას ოფიციალურად დაემშვიდობა.
***
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ში „ლორიანს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 2:2.
პარიზელების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩამდე რამდენიმე ლიდერი დაასვენა, მათ შორის ქართველი ვარსკვლავიც.
საფრანგეთის ლიგა 1-ში გამართული 32 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენმა“ 70 ქულა დააგროვა, ჩემპიონატის ლიდერია და მეორეადგილოსან „ლანსთან“ (63) უპირატესობა გაზარდა.