მეჩეთებზე თავდასხმაში მთავარი ეჭვმიტანილი ბრალდებებს არ აღიარებს
მეჩეთებზე თავდასხმაში მთავარი ეჭვმიტანილი ბრალდებებს არ აღიარებს

ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში მეჩეთებზე თავდასხმაში მთავარი ეჭვმიტანილი ბრალდებებს არ აღიარებს.

ბრენტონ ტარანტს ბრალად ედება 51 ადამიანის მკვლელობა, 40 ადამიანის მკვლელობის მცდელობა და ტერორიზმი.

28 წლის ავსტრიელის განცხადება მისმა ადვოკატმა გაასაჯაროვა. შეიარაღებულმა მამაკაცმა მეჩეთებში ცეცხლი 15 მარტს გახსნა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ახალ ზელანდიაში ტერორიზმის ბრალდება იქნა წარდგენილი. სასამართლო მოსმენას თავდასხმას გადარჩენილები და დაღუპულების ნათესავები ესწრებოდნენ. მეჩეთზე თავდასხმის საქმეზე სასამართლოს შემდეგი მოსმენა 16 აგვისტოს ჩატარდება.