მებრძოლი, რომელიც მოედანზე ყველაფერს დებს - „ბეტისის“ პოსტი ბექა ბურჯანაძეზე #1TVSPORT
მებრძოლი, რომელიც მოედანზე ყველაფერს დებს - „ბეტისის“ პოსტი ბექა ბურჯანაძეზე #1TVSPORT

„დიდებული პიროვნება, მებრძოლი, რომელიც მოედანზე ყველაფერს დებს“, – ასეთი პოსტი გამოქვეყნდა ესპანეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენლის, „ბეტისის“ „ტვიტერზე“.

ესპანური კლუბი ქართველ კალათბურთელს დაემშვიდობა.

როგორც ბექამ გვითხრა, მას „ბეტისთან“ კონტრაქტი ამოეწურა და ახალ სეზონს ახალ კლუბში დაიწყებს. ჯერჯერობით ბურჯანაძის მომავალი გუნდის ვინაობა უცნობია.

გასულ სეზონში, სევილიური კუბის მაისურით ბურჯანაძე 24 მატჩში საშუალოდ 6,4 ქულასა და 3,4 მოხსნას აგროვებდა.