მეათე მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტები, აღარ იარსებებენ
მეათე მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტები, აღარ იარსებებენ

2020 წლის მეათე მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტები, აღარ იარსებებენ.

შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში შედის, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძე, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი არიან.

ინიციატივაში აღნიშნულია, რომ უქმდება საპარლამენტო უმცირესობა და ხდება საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის სიების რეგისტრაცია, რომელსაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით განახორციელებს პარლამენტის ბიურო.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას უზრუნველყოფს უმრავლესობის ლიდერი, რომელიც საპარლამენტო თანამდებობას აღარ წარმოადგენს და მისი შეთავსება საპარლამენტო თანამდებობასთან შესაძლებელი იქნება.

„ვინაიდან, უქმდება საპარლამენტო უმცირესობა და იცვლება უმრავლესობისა და ოპოზიციის დაკომპლექტების წესი, წარმოდგენილი პროექტით უქმდება უმრავლესობასა და უმცირესობაში გაერთიანებული ფრაქციების მიერ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობისა და გაცვლის შესაძლებლობა. ვინაიდან, პარლამენტის ყველა წევრი გაერთიანებული უნდა იყოს ან უმრავლესობაში ან ოპოზიციაში, ლოგიკურად უქმდება დამოუკიდებელი პარლამენტის წევრის სტატუსიც, ხოლო ის პარლამენტის წევრი, რომელიც არც ერთ ფრაქციაში არ იქნება გაწევრებული, მიიჩნევა უფრაქციო პარლამენტის წევრად“, – ნათქვამია პროექტში.