მე-400 მატჩი ეროვნულ ლიგაში - გრიგოლ დოლიძე მოქმედ ფეხბურთელებში რეკორდსმენია #1TVSPORT
მე-400 მატჩი ეროვნულ ლიგაში - გრიგოლ დოლიძე მოქმედ ფეხბურთელებში რეკორდსმენია #1TVSPORT

ბათუმის „დინამოსთან“ ეროვნული ლიგის მერვე ტურის შეხვედრა გრიგოლ დოლიძისთვის საიუბილეო გამოდგა – წყალტუბოს „სამგურალის“ 38 წლის ვეტერანმა, ფლანგის შემტევმა ნახევარმცველმა ეროვნულ ლიგაში (უმაღლეს ლიგაში) მე-400 მატჩი ჩაატარა.


გრიგოლ დოლიძე


დაიბადა 1982 წლის 25 ოქტომბერს ლანჩხუთში (38 წლის)

სიმაღლე 1.80 მ

პოზიცია ნახევარმცველი

პროფესიული კარიერა

2000-2001 „გურია“ 37 (5)

2002-2003 „მერცხალი“ 45 (5)

2003-2004 „სპარტაკი“ 17 (0)

2004-2006 „ბოლნისის სიონი“ 48 (13)

2006-2008 თბილისის ამერი 60 (13)

2008-2009 „სიმურგი“ 17 (0)

2009-2010 „დინამო თბ“ 0 (0)

2010 „მეტალურგი“ 2 (0)

2010-2011 „ზუგდიდი“ 8 (0)

2011-2013 „ტორპედო“ 77 (9)

2013-2014 „გორის დილა“ 15 (4)

2014 „ზესტაფონი“ 15 (1)

2014–2015 „სამტრედია“ 24 (4)

2015–2016 „შუქურა“ 25 (1)

2016–2019 „ტორპედო“ 106 (18)

2020– „წყალტუბო“ 12 (2)

ეროვნული ნაკრები

2007-2008 საქართველო 1 (0)

შეგახსენეთ, რომ ეროვნულ ლიგაში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით რეკორდსმენი 2019 წელს ლუკა რაზმაძე გახდა. მან მთავარ ქართულ ლიგაში 450 მატჩი ჩაატარა. მანამდე რეკორდი ალეკო კოშკაძეს ეკუთვნოდა (446 მატჩი).

გრიგოლ დოლიძე ეროვნული ლიგის მოქმედ ფეხბურთელებში რეკორდსმენია – ლუკა რაზმაძე ამჟამად ეროვნული ლიგა 2-ის თბილისის „მერანში“ გამოდის, ხოლო ალეკო კოშკაძემ „თელავში“ ბოლოს 2020 წელს ითამაშა და მას შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა.