„სამგურალი" გაძლიერდა - გრიგოლ დოლიძე წყალტუბოში ითამაშებს
„სამგურალი" გაძლიერდა - გრიგოლ დოლიძე წყალტუბოში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი გრიგოლ დოლიძე კარიერას წყალტუბოს „სამგურალში” გააგრძელებს – ქუთაისის ,,ტორპედოდან” გამოცდილი ნახევარმცველის დამატებაზე ინფორმაციას „სამგურალის” ოფიცალური ვებგვერდი ავრცელებს.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი რამდენიმე წუთის წინ გაფორმდა. გრიგოლ დოლიძემ პროფესიული საფეხბურთო კარიერა 2000 წელს ლანჩხუთის „გურიაში” დაიწყო. შემდეგ თამაშობდა ოზურგეთის „მერცხალში”, ბოლნისის ,,სიონში”, თბილისის ,,ამერში” , აზერბაიჯანულ ,,სიმურგში”, რუსთავის ,,ოლიმპში”, ზუგდიდის ,,ბაიაში”, გორის ,,დილაში”, ,,ზესტაფონში”, ,,სამტრედიასა” და ქობულეთის ,,შუქურაში”.

2016 წლიდან დოლიძე ქუთაისის ,,ტორპედოს” ღირსებას იცავდა. გრიგოლ დოლიძის ტიტულების სრული ჩამონათვალი კი ასეთია: არის საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ოთხგზის გამარჯვებული და საქართველოს სუპერთასის ოთხგზის მფლობელი.