„დილა“ „ვიტ ჯორჯიას“ დაუზავდა - რაზმაძემ გუნდი დატოვა
„დილა“ „ვიტ ჯორჯიას“ დაუზავდა - რაზმაძემ გუნდი დატოვა

გორის „დილამ“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და 2020 წელს პირველი მატჩი გამართა – გიორგი ნემსაძის გაწვრთნილები ამხანაგურ შეხვედრაში ლიგა2-ში დაქვეითებულ „ვიტ ჯორჯიას” დაუპირისპირდნენ და ფრეს დასჯერდნენ – 0:0.

„დილა” (პირველი ტაიმი): ჩოჩიშვილი, კერელეიშვილი, გადრანი, მამულაშვილი, ვაილი, ნონდი, ბიძინაშვილი, ცეცხლაძე, მესხი, მაქაცარია, ტაბატაძე.

მეორე ტაიმი: ტიტვინიძე, ჩიტეიშვილი, ხურცილავა, მაისაშვილი, კერელეიშვილი, გიორბელიძე, გორგიაშვილი, გაგნიძე, მარკოზაშვილი, სპანდერაშვილი, კოვტალიუკი.

ამ შეხვედრაში მოედანზე არ ჩანდა ლუკა რაზმაძე – „დილას” არაოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გორელთა 36 წლის კაპიტანი და ლიდერი, კლუბში აღარ ითამაშებს.

შეგახსენეთ, რომ 2019 წელს რაზმაძე ეროვნულ ლიგაში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა. მანამდე რეკორდი ალეკო კოშკაძეს ეკუთვნოდა (445 მატჩი), რაზმაძემ კი 450 მატჩი ჩაატარა.

დატოვე კომენტარი