მე-13 ბატალიონმა გადამზადება საპატრულო ასეულის სწავლებით დაასრულა
მე-13 ბატალიონმა გადამზადება საპატრულო ასეულის სწავლებით დაასრულა

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში თავსებადობის ამაღლებისა და კოორდინაციის დახვეწის მიზნით ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის საპატრულო ასეულმა სწავლება ჩაატარა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში ქართველ მშვიდობისმყოფელებთან ერთად აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მხარდამჭერი ჯგუფიც მონაწილეობდა.

სწავლების დროს სამხედროებმა ბრძანების გაცემის, მოტორიზებული პატრულის, საპატრულო ბაზის დაკავების, დაშავებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების და ევაკუაციის სავარჯიშოები განახორციელეს. მე-13 ბატალიონს ეტაპობრივი გადამზადება მე-12 ბატალიონის სამხედროებმა განახორციელეს.

ქართულმა ქვედანაყოფმა დავალება წარმატებით შეასრულა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას რამოდენიმე დღეში, მე-13 ბატალიონისგან ოფიციალურად გადაიბარებს.