მე-11 და მე-12 კლასებში შარშან ჩაჭრილ მოსწავლეებზე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ სკოლის დონეზე მიიღებენ
მე-11 და მე-12 კლასებში შარშან ჩაჭრილ მოსწავლეებზე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ სკოლის დონეზე მიიღებენ

მოსწავლეებზე, რომლებმაც შარშან საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარეს, სავარაუდოდ სკოლის დონეზე იმსჯელებენ, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტებმა განათლების მინისტრს ჰკითხეს, მოეხსნებათ თუ არა გამოცდები მათ, ვინც შარშან გამოსაშვები გამოცდები ვერ ჩააბარა. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, დეტალებზე უახლოეს დღეებში ისაუბრებს.

„ყველა ასეთი კითხვისთვის პასუხი სავარაუდოდ, ორშაბათს გვექნება. იმ ბავშვებმა, რომლებმაც შარშან ვერ ჩააბარეს გამოცდები, ამ საკითხის განხილვა სავარაუდოდ, სკოლის დონეზე მოხდება. წინასწარ რომ არ ვისაუბრო, დეტალებზე უახლოეს დღეებში ვისაუბრებთ. ერთადერთი მიზანი გვაქვს – ყველას დავეხმაროთ, რომ პრობლემა გადაიჭრას“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მე-12 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდების წელსვე გაუქმების შესახებ დღეს ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.