მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა, დაკავებულია
მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა, დაკავებულია.
დაკავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
საპატრიარქოსთან ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ.
საქართველოს საპატრიარქოს ეზოში ავტომანქანა დღეს შევარდა. შენგრეულია საპატრიარქოს ჭიშკარი, მოგლეჯილია შლაგბაუმი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომობილის მძღოლი საპატრიარქოსა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებდა.