მძღოლებმა ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან გზა გადაკეტეს
მძღოლებმა ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან გზა გადაკეტეს

ლილოში, გაფორმების ეკონომიკური ზონის ბლოკირების შემდეგ, მძღოლებმა საავტომობილო გზაც გადაკეტეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ და აქციები უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

საპატრულო პოლიცია მძღოლებს გზის სავალი ნაწილიდან გასვლისკენ მოუწოდებს.

აქციის მონაწილეები ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც ავტოტრანსპორტით ხორბლის შემოტანა იკრძალება.

რეგულაციის ამოქმედება 15 სექტემბრიდან იგეგმებოდა, თუმცა პირველი ოქტომბრისთვის გადაიდო.

დატოვე კომენტარი