მძღოლების საპროტესტო აქცია ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან გრძელდება
მძღოლების საპროტესტო აქცია ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან გრძელდება

მძღოლების საპროტესტო აქცია ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან გრძელდება. აქციის მონაწილეებმა ობიექტთან მისასვლელი გზა გადაკეტეს. გეზ-ის მუშაობა ამ დროისთვის შეფერხებულია. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

აქციის მონაწილეები ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც ავტოტრანსპორტით ხორბლის შემოტანა იკრძალება.

რეგულაციის ამოქმედება 15 სექტემბრიდან იგეგმებოდა, თუმცა პირველი ოქტომბრისთვის გადაიდო.

დატოვე კომენტარი