მძღოლები ავტოტრანსპორტით ხორბლის შემოტანის აკრძალვას ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან გააპროტესტებენ
მძღოლები ავტოტრანსპორტით ხორბლის შემოტანის აკრძალვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ნაცვლად, ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან გააპროტესტებენ. მათი თქმით, შესაძლოა, ობიექტის ბლოკირებაც მოახდინონ.
აქციის მონაწილეები ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც ავტოტრანსპორტით ხორბლის შემოტანა იკრძალება.
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აქციის 15-მდე მონაწილეს შენობაში შესვლა და შეხვედრა შესთავაზეს, თუმცა მძღოლები არ დათანხმდნენ.
ფინანსთა სამინისტროსთან იმყოფებოდა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანიც, რომელიც შემოსავლების სამსახურის უფროსს მიხეილ დუნდუას შეხვდა და პირველი ოქტომბრიდან ასამოქმედებელ აკრძალვასთან დაკავშირებით უწყების არგუმენტები მოისმინა.