მძევლების ოჯახების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისრაელის სამხედროების მიერ სამი მძევლის შეცდომით მოკვლის შემდეგ, ისრაელის ომის კაბინეტის წევრებს ოჯახებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ
მძევლების ოჯახების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისრაელის სამხედროების მიერ სამი მძევლის შეცდომით მოკვლის შემდეგ, ისრაელის ომის კაბინეტის წევრებს ოჯახებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ

ისრაელელი მძევლების ოჯახის წევრების ინფორმაციით, ისრაელის სამხედროების მიერ სამი მძევლის შეცდომით მოკვლის შემდეგ, ისრაელის ომის კაბინეტის წევრებს ოჯახებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. ამის შესახებ მძევლების ოჯახების წარმომადგენელმა, ჰაიმ რუბიშტეინმა განაცხადა.

„საშინელი ტრაგედიის მიუხედავად, ომის კაბინეტის არცერთს წევრს არ უსაუბრია ოჯახებთან. არავის უსაუბრია, როგორ უნდა იქნას თავიდან აცილებული შემდეგი კატასტროფა, არავის“, – განაცხადა რუბინშტეინმა.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ისრაელის არმიამ შეცდომით „ჰამასის“ მიერ გატაცებულ ისრაელელ მძევლებს გაუხსნა ცეცხლი, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა.