მძარცველებმა პარიზის „რიცის“ სასტუმროდან ძვირფასეულობა მოიპარეს
მძარცველებმა პარიზის „რიცის“ სასტუმროდან ძვირფასეულობა მოიპარეს

ნაჯახებით შეიარაღებულმა მძარცველებმა პარიზის „რიცის“ სასტუმროდან ხუთი მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარიზის პოლიცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მდიდრულ სასტუმროში შეჭრილი ხუთი მძარცველიდან სამის დაკავება მოახერხეს, თუმცა ორმა გაქცევა შეძლო.

წარსულში სასტუმრო „რიცი“ დიზაინერ კოკო შანელისა და მწერალ მარსელ პრუსტის საცხოვრებელი იყო. ასევე, ის ერნესტ ჰემინგუეის საყვარელ დასალევ ადგილს წარმოადგენდა.

პარიზის „რიცში“ გაატარა 1997 წელს ბოლო ღამე უელსის პრინცესა დიანამ დოდი ფაიედთან, სასტუმროს მეპატრონის ვაჟთან ერთად, სანამ ავტოკატასტროფაში დაიღუპებოდა.