მდინარე ქსანზე ხიდის მშენებლობის გამო, სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება  
მდინარე ქსანზე ხიდის მშენებლობის გამო, სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება  

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე ქსანზე ხიდის მშენებლობის გამო, სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება.

„მიმდინარე წლის 4 ნოემბრიდან, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე, მდ. ქსანზე, სენაკი- თბილისის მიმართულებაზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად განხორციელდება თბილისი-სანაკის მიმართულებაზე.

სამუშაოთა წარმოების პერიოდი, დაწყებიდან 19 თვის ვადით არის განსაზღვრული. ავტოტრანსპორტის მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.