მდინარე ნენსკრამ კალაპოტი შეიცვალა, რის გამოც ერთ-ერთ სახლს ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება [ფოტო/ვიდეო]

ჭუბერში მდინარე ნენსკრამ ახალი კალაპოტი გაიკეთა, რის გამოც ჩხეტიანების კუთვნილ სახლს ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ჭუბერიდან იუწყება.

ადგილზე მდინარისთვის კალაპოტის შესაცვლელად სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.

ჩხეტიანების კუთვნილი კიდევ ერთხი სახლი მდინარის ადიდების გამო, გუშინ ჩამოიშალა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ჭუბერში ვითარება დასტაბილურდა. წვიმამ გადაიღო და მდინარეში წყლის დონემაც დაიწია.