მდინარე ალაზანში 52 წლის მამაკაცი დაიხრჩო
მდინარე ალაზანში 52 წლის მამაკაცი დაიხრჩო

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, მდინარე ალაზანში, კარდენახში მცხოვრები 52 წლის მამაკაცი დაიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის ცურვისას შეუძლოდ გახდა.

როგორც პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.