მდინარაძე აშშ-ის დაზვერვის ანგარიშზე - ზოგჯერ არის გარკვეული ტენდენციური მოსაზრებები, რომელთა გამორიცხვაზეც უნდა ვიმუშაოთ
მდინარაძე აშშ-ის დაზვერვის ანგარიშზე - ზოგჯერ არის გარკვეული ტენდენციური მოსაზრებები, რომელთა გამორიცხვაზეც უნდა ვიმუშაოთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის ანგარიშში გამოთქმულ მოსაზრებებზე კომენტარი გააკეთა.

დენიელ კოუტსის ანგარიშში გლობალური საფრთხეების შესახებ საქართველოზეც არის საუბარი.

„ალბათ ყველაფერი შეიძლება დავაბრალოთ „ქართულ ოცნებას“, ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ რაღაც ზეწოლებზე საუბარი, ვფიქრობ ცოტა გადაჭარბებულია.

ხანდახან არის გარკვეული ტენდენციური მოსაზრებები, მაგრამ ამის გამორიცხვაზეც უნდა ვიმუშაოთ. ამის პასუხისმგებლობას ჩვენ ვგრძნობთ“,- განაცხადა მდინარაძემ.

დენიელ კოუტსის ანგარიში სახელწოდებით „აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების მიერ გლობალური საფრთხეების შეფასება“ აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის ოფისის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ანგარიშის თანახმად, 2018 წელს საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ კვლავ რუსეთის მხრიდან ქვეყნის რეგიონების ოკუპაცია და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელისშეშლა რჩება.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ ეცდება ოპოზიციის ჩიხში მოქცევას და ძალაუფლების ინსტიტუციური შეზღუდვების შემცირებას“.