„მდგრადი ტურიზმის განვითარება თუშეთში“ პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა
„მდგრადი ტურიზმის განვითარება თუშეთში“ პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა

„ექსპო ჯორჯიაში“ „მდგრადი ტურიზმის განვითარება თუშეთში“ პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე პროექტის მიერ განხორციელებული სათემო მართვის გაძლიერების, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის შედეგები შეაჯამეს. პრეზენტაციასთან ერთად პანელური დისკუსია გაიმართა.​

Usaid-ის ზრდა პროექტმა თუშეთის მდგრადი ტურიზმის განვითარების ინიციატივა 2018 წელს დაიწყო და საერთო ჯამში, თუშეთში განხორციელებულმა ინვესტიციამ 600 000 ლარი შეადგინა. აღნიშნული პროექტის შედეგად თუშეთში 45 ,ახმეტის მუნიციპალიტეტში კი 100 ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

„ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. USAID პროექტი ქვეყანაში ძალზე ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს. ძალიან მნიშვნელოვანია მათი წვლილი თუშეთის აღორძინებაში. რა თქმა უნდა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, მაგრამ წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯებით მივდივართ. თუშეთმა ძალზე ღირსეული ადგილი დაიკავა, როგორც უცხოურ, ასევე ქართველ ტურისტებში. ძალიან ბევრი ადამიანი ჩადის, ნახულობს. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო პროდუქციის წარმოებას, რეალიზაციას, გაყიდვას. დღევანდელი ღონისძიება სწორედ იმ შედეგების განხილვას ეძღვენება, რა გააკეთა USAID-ის პროექტმა. მნიშვნელოვანი იქნება იმ ხედვების გაზიარება, მომავალში რა არის კიდევ გასაკეთებელი“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა.