მცველი „ნაპოლის“ ახალგაზრდული გუნდიდან - „სამტრედიამ“ ახალწვეულები წარადგინა #1TVSPORT
მცველი „ნაპოლის“ ახალგაზრდული გუნდიდან - „სამტრედიამ“ ახალწვეულები წარადგინა #1TVSPORT

„სამტრედიამ“ ბულგარეთში შეკრება დაასრულა და ახალწვეულები წარადგინა. მათ შორის „ნაპოლის“ ახალგაზრდულში ნათამაშები ლეგიონერია – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

პირველი დანიელ სუშკოა – 20 წლის ლატვიელი მცველი, რომელსაც თავისი ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ასევე – „ნაპოლის“ ახალგაზრდულ გუნდში, ბოლოს კი ლიეტუვურ „ძიუგასში“ გამოდიოდა.

ბრატისლავ ჯუკიჩი სერბი მცველია, რომლის კარიერის დიდი ნაწილი ფრანგულ კლუბებს უკავშირდება. ბოლოს ის ბოსნიურ „დრინაში“ თამაშობდა. 25 წლის ჯუკიჩს საქართველოში თამაშის გამოცდილებაც აქვს, ის „თელავის“ რიგებში ირიცხებოდა.

ბრიან ლოპესი არგენტინელი ნახევარმცველია. 23 წლის ფეხბურთელმა კარიერა მშობლიურ ქვეყანაში დაიწყო, „სამტრედიაში“ გადასვლამდე კი ბოსნიურ „მრკონიჩში“ თამაშობდა.

მანამდე გუნდში დაბრუნდა გიორგი გვიშიანი, რომელიც „იბერიის“ აღზრდილია, პროფესიული კარიერის დაწყებამდე კი „დინამო თბილისის“ აკადემიაში გადავიდა. უთამაშია საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში, „დინამო თბილისში“, „გაგრაში“, „სამტრედიაში“, ბოლოს კი უნგრულ „ტისაკიჩკეში“, ახლა ისევ „სამტრედიაში“ დაბრუნდა.