მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში ვაქცინაციის ახალი სივრცე გაიხსნა
მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში ვაქცინაციის ახალი სივრცე გაიხსნა

მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში (მისამართი: მცხეთა, სამხედროს ქუჩა 9) ვაქცინაციის ახალი სივრცე გაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში, ამ ეტაპზე „ფაიზერით“ იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს.

„ვაქცინის მისაღებად წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის. ვაქცინაციის სივრცე იმუშავებს ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე. ცენტრის ფუნქციონირებას მხარს უჭერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.