მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება
მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

იმ სამი ეპიზოდიდან, რომელსაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო განიხილავს, ეს ერთადერთია, რომელიც მედიისთვის საჯაროა. 11 პირს ბრალად ედება ძალადობა.

დაკავებულებს შორის არიან როგორც ნაძალადევის რაიონში მცხოვრები პირები, ასევე საბურთალოზე მცხოვრებლები, რომლებიც 19 ივნისს ნაქირავებ აგარაკზე დაწყებულ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.

დღევანდელ სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა იწყება, რომელიც გულისხმობს შესავალი სიტყვების წარმოთქმას. დაკავებულებიდან ზოგიერთი პირი ბრალს არ აღიარებს, რამდენიმე კი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.