მცხეთის სამედიცინო დაწესებულებაში 44 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

10:44, 24.07.2020

მცხეთის სამედიცინო დაწესებულებაში ამ დროისთვის 44 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, საიდანაც ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, – ამის შესახებ მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

დღეს კლინიკაში ახალი ინფიცირებული არ შეუყვანიათ.

„ჩვენთან ამ ეტაპზე 44 პაციენტი გადის მკურნალობას. აქედან 10-12 პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე და საყურადღებოა. სამი პაციენტი გვყავს რეანიმაციაში. რამდენიმე ინტენსიური თერაპიის პალატაში გადის მკურნალობას. გვყავს ერთი მძიმე, კრიტიკული პაციენტი. გუშინ გადმოვიდა რამდენიმე ახალი პაციენტი. დილიდან ჯერ პაციენტი არ შემოსულა. გუშინ დაფიქსირებული შემთხვევებიდან დღის განმავლობაში სამი პაციენტი შემოვიდა ჩვენს კლინიკაში“, – განაცხადა მუმლაძემ.

ამასთან, მისი თქმით, კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან ერთი გარდაბნიდან არის გადაყვანილი.

მსგავსი