მცხეთის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსით სამი პაციენტი მკურნალობს. სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და გამოკვეთილი სიმპტომატიკა არ აქვთ. მისივე განცხადებით, სამივე ინფიცირებულს აქვს საზღვრის კვეთის ისტორია.
„ისინი პრაქტიკულად ითვლებიან ასიმპტომურ პაციენტებად. შემოვიდნენ 16 აპრილს, 17 აპრილს დადასტურდა კორონავირუსი და მას შემდეგ იტარებენ მკურნალობას ჩვენს კლინიკაში. ესენი არიან საშუალო ასაკის მამაკაცები. მიეკუთვნებიან ერთ კლასტერს, აქვთ საზღვრის კვეთის ეპიზოდი. ერთად გადმოკვეთეს საზღვარი. კონტაქტებიდან გამომდინარე, სამივესთან ერთდროულად დადასტურდა დიაგნოზი“, – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.