მცხეთის სამედიცინო ცენტრში 38 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია
მცხეთის სამედიცინო ცენტრში 38 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია

მცხეთის სამედიცინო ცენტრში ამ დროისთვის 38 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

მათი მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა.

კლინიკის დირექტორის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, ინფიცირებულებიდან ორის მდგომარეობა კრიტიკულია და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

„ჩვენთან ძირიდათად არიან ის ადამიანები, რომლებსაც საზღვრის კვეთა უფიქსირდებათ, ასევე რამდენიმე პაციენტი გვყავს მუშევანიდან. რაც შეეხება ახალ პაციენტებს, ისინი გადმოყვანილები არიან თბილისიდან, კერძოდ, საბურთალოდან ორი პაციენტი –  ბებია და შვილიშვილი. ქალბატონი კრიტიკულ მდგომარეობაშია და იმყოფება მართვით სუნთქვაზე, რაც შეეხება მის შვილიშვილს, 20 წლის ბიჭს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

კლინიკაში ახლო მომავალში რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებასაც ელოდებიან.

„სულ კლინიკაში „კოვიდ-19“ -ით ინფიცირებული 70 პაციენტი გვყავდა, ახლა 38 მკურნალობს“,- დასძინა ლიკა მუმლაძემ.