მცხეთის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კლინიკაში მოთავსებული 47 კოვიდინფიცირებულიდან რამდენიმე მძიმე პაციენტია
მცხეთის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კლინიკაში მოთავსებული 47 კოვიდინფიცირებულიდან რამდენიმე მძიმე პაციენტია

მცხეთის საავადმყოფოს დირექტორის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მცხეთის კლინიკაში 47 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან რამდენიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

ამასთან, როგორც მუმლაძემ განაცხადა, კლინიკაში დღეს რამდენიმე ინფიცირებულის გამოჯანმრთელობას ელოდებიან.

„დღევანდელი მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში 47 პაციენტი გადის მკირნალობას. სამწუხაროდ, შემთხვევების მატებასთან ერთად, ჩვენთანაც თითქმის ყოველ ნახევარ საათში იცვლება ჰოსპიტალიზირებული პაციენტების რაოდენობა. პაციენტების მდგომარეობას რაც შეეხება, გვყავს რამდნეიმე მძიმე პაციენტი, საბედნიეროდ, ამ ეტაპზე კრიტიკული პაციენტი, რომელსაც რეანიმაციული ღონისძიება სჭირდება, არ გვყავს. დღეს ველოდებით რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას, გაგზავნილი გვაქვს 12 განმეორებითი ტესტი. ბოლოს საათებში ჰოსპიტალიზირებული პაციენტები არიან აჭარაში ნამყოფი ადამიანები, რომელთა ნაწილი სიმპტომით მოდის და ხდება მათი ტესტირება. ზოგი უბრალოდ გაფრთხილების შემდეგ იტარებენ ტესტს და დასტურდება დიაგნოზი. ძირითადად პაციენტები არიან საქართველოს მოქალაქეები. ჩვენთან რამდნიმე იმპორტირებული შემთხვევაცაა, რომლებიც ლარსის გამშვები პინტქიდან შემოვიდნენ. ასევე საკარანტინე ზონიდან გვყავს რამდენიმე ახალი პაციენტი. მძიმე პაციენტები ძირითადად საშუალო და ახალგზადდა ასაკის ადამიანები არიან. გვყავდა ორი საყურადღებო პაციენტი, 40-45 მამაცაკები, თუმცა ახლა კარგად გამოხატული დადებითი დინამიკა გვაქვს, ისინი აღარ სააჭიროებენ ჟანგბადის პერმანენტილ მიწოდებას . გვყავს ახალგაზდა ქალბატონი, რომლის მდგომარეობაც საყურადღებოა. ასევე გვყავს რამდნიმე ასაკოვანი პაციენტიც, რომლებიც რისკების გათვალისწინებით არიან საყურადღებო“, – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.