მცხეთის რაიონულ სასამართლოში შაქარაშვილის საქმეზე მოწმე გურამ ამირხანაშვილი დაიკითხა
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მთავარი მოწმის, დაზარალებული გურამ ამირხანაშვილის დაკითხვა დასრულდა.
სხდომა დაახლოებით რვა საათის განამვლობაში მიმდინარეობდა. პროკურორის დავით ყაზარაშვილის თქმით, ამირხანაშვილი საქმის პირდაპირი მოწმეა, რომელმაც ხუთივე ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინა და ყველა შეკითვას უპასუხა.
„დღევანდელ პრიცესზე დაიკითხა გურამ ამირხანაშვილი, რომელმაც სრულად დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება. ამირხანაშვილმა სასამართლოში კიდევ ერთხელ დაადასტურა მის მიმართ, ასევე გიორგი შაქარაშვილისა და დანარჩენი პირების მიმართ განხორციელებული ძალადობა. მისი ჩვენებით პირდაპირ დადასტურდა ის გარემოება, რომ ხუთივე მკვლეობაში ბრალდებულს აქვს პირდაპირი შემხებლობა საქმესთან და შაქარაშვილის მკვლელობა მათ მიერ არის ჩადენილი. კერძოდ, ამირხანაშვილმა ისაუბრა, რომ როცა გზაზე წამოვიდნენ, ეს პირები მანქანაში ეკითხებოდნენ, შაქარაშვილმა ისევე კარგად იცოდა ცურვა, როგორც დარბოდა თუ – არა. ყველა კითხვა ამირხანაშვილმა დაუკავშირა იმ ფაქტს, რომ ამ პირებმა იცოდნენ, შაქარაშვილი იყო წყალში და ის, რომ შაქარაშვილი წყალში მათ გადააგდეს. ამირხანაშვილმა სასამართლოს წინაშე დაადასტურა შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტი, ამხილა პირები და შაქარაშვილის მკვლელობის იდენტიფიცირება მოახდაინა“, – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.
ამირხანაშვილის ჩვენებას სანდოდ არ მიიჩნევს დაცვის მხარე. როგორც დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, მირხანაშვილს არ არ შეეძლო დაენახა, თუ რამდენი პირი მისდევდა შაქარაშვილს. ასევე მათთვის გაუგებარია, რატომ არის ამირხანაშვილი პირდაპირი მოწმე, რადგან ის მკვლელობის ეპიზოდზე ინფორმაციას არ ფლობს.
ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას სავარაუდოდ კვირის ბოლოს დაასრულებს, შემდეგ კი დაიწყება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა.
შეგახსენებთ, პროკურატურა, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობას ხუთ პირს ედავება.