მცხეთის რაიონულ სასამართლოში, სადაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა იგეგმებოდა, სხდომა გადაიდო
მცხეთის რაიონულ სასამართლოში, სადაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა იგეგმებოდა, სხდომა გადაიდო

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, სადაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა იგეგმებოდა, სხდომა გადაიდო.

ბრალდებულების ადვოკატების უმრავლესობა სხდომაზე არ გამოცხადდა. მათ წერილობით შეატყობინეს მოსამართლეს, რომ შაქარაშვილის საქმის სხვა ეპიზოდზე კორონავირუსით ინფიცირებული დამცველის კონტაქტები არიან და სწორედ ამ მოტივით არ მივიდნენ სხდომაზე.

პროკურორ დავით ყაზარაშვილის განცხადებით, მოსამართლემ ადვოკატებს კორონავირუსის დამდგენი ტესტის პასუხების წარდგენა შემდეგი სხდომისთვის დაავალა.

ადვოკატ ლელა გოგოლაძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულ ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფ ვახტანგ ჩიქოვანთან ჰქონდა შეხება და შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებას ბრალდებულების ტესტირების რეკომენდაციით მიმართავენ.

დატოვე კომენტარი