კონსტანტინე ღიბრაძე - ვინაიდან ხშირად არ ვთანამშრომლობთ მედიასთან, არ ნიშნავს, რომ არ გვინდა სიმართლის დადგენა და იმ პირთა დასჯა, ვინც შაქარაშვილის მკვლელობაში მონაწილეობდნენ
კონსტანტინე ღიბრაძე - ვინაიდან ხშირად არ ვთანამშრომლობთ მედიასთან, არ ნიშნავს, რომ არ გვინდა სიმართლის დადგენა და იმ პირთა დასჯა, ვინც შაქარაშვილის მკვლელობაში მონაწილეობდნენ

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომაზე საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, დიჯეი კონსტანტინე ღიბრაძე უნდა დაკითხულიყო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვინაიდან მედიასთან ხშირად არ თანამშრომლობენ, ეს არ ნიშნავს, რომ სიმართლის დადგენა არ სურთ.

კონსტანტინე ღიბრაძემ ასევე განმატა, რომ 19 ივნისის ღამეს მომხდარი ინციდენტების შემდეგ, ის და მისი თანმხლები პირები გიორგი შაქარაშვილს ეძებდნენ.

„რა თქმა უნდა ხდება თითის გაშვერა ჩვენკენ, ვინაიდან არც ერთ კითხვაზე არ აქვთ მათ პასუხი და ცდილობენ სიტუაციის არევას და სიტუაციიდან დაძრომას. რაც შეეხება იმ საინფორმაციო ომს, რასაც კონკრეტული პიროვნებები და ადვოკატები აწარმოებენ, ვინაიდან ჩვენ ხშირად არ ვთანამშრომლობთ მედიასთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმართლის დადგენა არ გვინდა. ან არ გვინდა, დაისაჯონ ის პირები, ვინც გიორგის მკვლელობაში მონაწილეობენ. ეს ყველაფერი გამოწვეული არის იქედან, რომ მედიის საშუალებითაც ხდება ამით მანიპულირება. პირადად ჩემთვის, როგორც მოწმისთვის, ეს მიუღებელია. რა თქმა უნდა, გიორგის ვეძებდი და არამარტო გიორგის, კიდევ ხუთი პირი იყო იქ“, – განაცხადა კონსტანტინე ღიბრაძემ.

მისი თქმით, მომხდარის შემდეგ პირადად გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია.

„გიორგი ჩემი გუნდელი იყო, მაგრამ ოჯახთან ასეთი გზით კომუნიკაცია, რომ პირდაპირ დავკავშირებოდი მათ, არ მქონია, თუცმა ვისაც ჰქონდა ამის საშუალება,  მათ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ“, – განაცხდა ღიბრაძემ და მაგისტრალის ინციდენტის დეტალები გაიხსენა.

„მერსედესის“ მდევრები მისდევდნენ ჩემს თანმხლებ პირებს. კონკრეტულად მე არ მქონდა ინფორმაცია, ვინ სად გარბოდა, ვის რა დაზიანება მიაყენეს, რა მოხდა. როდესაც უკვე თბილისში ვიმყოფებოდი, მივიღე ეს ინფორმაცია და გადავწყვიტე, დავხმარებოდი ჩემს მეგობრებს. დავიწყეთ არა მარტო გიორგის ძებნა, არამედ ყველა იმ პირის, ვინც იქ იმყოფებოდა“, – განაცხადა კონსტანტინე ღიბრაძემ.

სასამართლო სხდომა 31 აგვისტოს ჩაინიშნა. კონტანტინე ღიბრაძე შესაძლოა, სწორედ ამ პროცესზე დაიკითხოს.