მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის განხილვა მიმდინარეობს
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის განხილვა მიმდინარეობს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდზე პროკურატურა მტკიცებულებების გამოკვლევას ასრულებს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვანთა დღევანდელ სხდომაზე ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევა არის დარჩენილი. ამის შემდეგ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს.

ადვოკატების თქმით, ბრალდებულები მზად არიან, რომ სასამართლოს, როგორც დაცვის მოწმეებმა, ჩვენება მისცეენ.

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან, რომლებსაც ბრალად ედებათ ძალადობა და ძალადობის ორგანიზება ბრალს არც ერთი არ აღიარებს.

„ბრალდების მხარემ ამოწურა და დარჩენილია ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევა. დაცვის მხარე შევთანხმდებით და შესაძლოა, სადავაოდ არ ვცნოთ ეს ნივთიერი მტკიცებულებები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა, მიაწოდოს სასამართლოს ინფორმაცია მიუხედავად იმისა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდებას. არავინ არ ცნობს თავს დამნაშავედ ადგილი არ ჰქონია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. ზარები, რაც ფიქსირდება რომ რეკავდნენ ერთმანეთთან გულისხმობს იმას, რომ აპირებდნენ ჩასვლას და იქიდან სხვა პირების წამოყვანას“, – განაცხადა ადვოკატმა, ზაქრო გვიშიანმა.