მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასწრულოვნები დაიკითხებიან
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასწრულოვნები დაიკითხებიან

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება. პროცესზე დღეს ხუთი არასრულწლოვანი დაიკითხება.

ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატის, ზაქრო გვიშიანის განცხადებით, ბრალდების მხარემ თითქმის დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა და დარჩა მხოლოდ ნივთიერი მტკიცებულებები, რომელიც დღევანდელ სხდომაზე განიხილება.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ბრალდებულების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას სასამართლო სრულად გაითვალისწინებს.

„იმედი მაქვს, მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას სასამართლო სრულად გაითვალისწინებს, რადგან ბრალად შერაცხული ქმედება ვერც ერთ ბრალდებულზე ვერ დასტურდება. შესაბამისად, ჩვენი კონსულტაციების შემდეგ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, მისცენ ჩვენება სასამართლოს და დაამტკიცონ თავიანთი უდანაშაულობა“, – განაცხადა ადვოკატმა, ზაქრო გვიშიანმა.