მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით დღეს გაგრძელდება.

ადვოკატ როსტომ კერესელიძის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გურამ ამირხანაშვილი დაიკითხება. ადვოკატის თქმითვე, შესაძლებელია ასევე მოსამართლის წინაშე გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის დედაც გამოიკითხოს. როსტომ კერესელიძის განცხადებით, მას გურამ ამირხანაშვილთან ავტობანზე მომხდარი ფაქტის შესახებ ექნება შეკითხვები.

„დარჩენილია ასევე ის ექვსი პირი დასაკითხი, რომლებიც არიან ბრალდებულები ამ სისხლის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა მისცემს თუ არა ყველა ჩვენებას, ეს სასამართლოზე გაირკვევა. ასევე არის გამოსაკვლევი გარკვეული წერილობითი მტკიცებულებები, რომლის გამოკვლევაც წინა პროცესზე დაიწყო, თუმცა ვერ დასრულდა და გაგრძელდება ამ სასამართლო სხდომაზე. გურამ ამირხანაშვილის განმარტებები მნიშვნელოვანი იქნება ავტობანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პირადად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან დაკავშირებით. შეკითხვები გვექნება იმ ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ, რომელიც განხორციელდა ავტობანზე“, – განაცხადა ადვოკატმა, როსტომ კერესელიძემ.