მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე 11 პირის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელებს. მათ გამოძიება  ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება.

ბრალდებულთა ადვოკატები ითხოვენ, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეიცვალოს, რადგან მათი განცხადებით, არ არსებობს არგუმენტები ბრალდებულთა პატიმრობაში დატოვებაზე.

ასევე, ბრალდებულების ირაკლი წაქაძის, საბა გოგშელიძის და საბა ჩხარტიშვილის ადვოკატები მოითხოვენ, მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყოს, რადგან მათ ძალადობის მუხლი აქვთ წაყენებული. თუმცა, საქმის პროკურორი განმარტავს, რომ ამ მოთხოვნაზე ადვოკატებს უარი ეთქვათ.

ბრალდების მხარე მოითხოვს, დღევანდელ სხდომაზე ძალაში დარჩეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, რადგან საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის თქმით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის არანაირი ახალი გარემოება არ არსებობს.

დატოვე კომენტარი