მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე მოწმე დაიკითხა
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, განზრახ მკვლელობის ეპიზოდზე მორიგი სხდომა გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე მოწმე კონსტანტინე ღიბრაძე დაიკითხა, რომელიც საქმის მასალების თანახმა, მკვლელობამდე გიორგი შაქარაშვილთან ერთად ავტომაგისტრალზე იმყოფებოდა და აღნიშნულ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული.
დაცვის მხარის თქმით, აღნიშნული მოწმე ბრალდებისთვის სასარგებლო ჩვენება ვერ მისცა, ვინაიდან მის მიერ მიცემული ჩვენებები არარელევანტუტია.
„კოკო ღიბრაძის ჩვენებას გავყოფდი ორ ნაწილად. ერთი ნაწილი ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ის გამოიქცა თბილისში ჩამოვიდა უბანში ნახა მისი მეგობრები და ჩააკითხა მეგობრებს, რომ წამოეყვანა ისინი და მან იქ არ მიატოვა, რა თქმა უნდა, წამოვიდნენ თბილისში. ასევე მას აქვს ინფორმაცია, რომ ამირხანაშვილის ჩამოსვლა თბილისში მოხდა მშვიდობიანად, რაც იმას ნიშნავს ამირხანაშვილის მიმართებაში არავის არ უძალადია და არავის იძულების წესით არ ჩამოუყვანია თბილისში. კოკო ღიბრაძემ განმარტა, რომ იქ იმდენი ხალხი ჩხუბობდა და მოძრაობა ვერ გაარჩია, ვინ ვის მიაყენა დაზიანება. მან ასევე არ გამორიცხა, რომ თავად გარდაცვლილმა შაქარაშვილმა დაზიანება მიიღო იქ, სადაც მოხდა პირველი ჩხუბი, „მერსედესში“ მყოფ პირებთან შეხვედრისას“, – განაცხადა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა.
საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, მოწმემ დაადასტურა მასზე განხორციელებური ძალადობრივი ქმედებები, ასევე ისაუბრა მცხეთაში განვითარებულ ინციდენტთანაც დაკავშირებით.
„კიდევ ერთხელ დადგინდა ის გარემოება, რომ „მერსედესის“ შემთხვევაში და „ტოიოტა ქამრის“ შემთხვევაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად პირები იმდენად შეშინებულები იყვნენ, რომ სხვადასხვა ადგილას იმალებოდნენ. კონსტანტინე ღიბრაძეს უშუალო საუბარი მცხეთის ტერიტორიაზე მისი თბილისიდან დაბრუნების შემდგომ არ ჰქონდა არც გიორგი ქათამაძესთან, არც ვახტანგ ახვლედიანთან. აქედან გამომდინარე, ის დეტალები, თუ სად იყო გიორგი შაქარაშვილი, ასევე გურამ ამირხანაშვილი და სხვა, იქ არ გახდა ცნობილი. ამ ადამიანმა განმარტა, რომ ადგილზე მოათვალიერეს და ადგილზე არავინ არ იყო, ეძებდნენ შაქარაშვილსაც, ამირხანაშვილსაც და იაკობ ბრეგვაძესაც“, – განაცხადა პროკურორმა.