მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან.

როგორც სხდომის დაწყებამდე პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, დაიკითხებიან აგარაკზე მყოფი ორი პიროვნება სალომე ჭკადუა და ეთერ ხოშტარია, ასევე რამდენიმე სამართალდამცველი. მისი თქმით, ასევე გამოიკვლევენ ვიდეო ჩანაწერებს.

დაცვის მხარის განმარტებით, დღევანდელი მოწმეების ჩვენებებიდან ბრალდებულების მიმართ მნიშვნელოვან ინფორმაციას არ ელოდებიან.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავებიან არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს.