მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებული ხუთი პირის პროცესი განახლდება.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.

ერთი-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, დარჩენილია 30-მდე მოწმის დაკითხვა, მათ შორის არიან ე.წ. ოქროს მოწმეები და ასევე ექსპერტები.

მისივე თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში დაახლოებით ასი მოწმეა, თუმცა, ადვოკატის განცხადებით, არც ერთი მათგანი გამოკითხვის ოქმებში მკვლელობის ფაქტზე არ საუბრობს. როგორც ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, მოწმეებს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

„დაიკითხებიან მოწმეები და შესაძლოა, ასევე ბრალდების მხარეს გამოიკვლიოს სხვა წერილობითი მტკიცებულებები. დარჩენილია დაახლოებით 30მდე მოწმე. უკვე დაკითხული მოწმეებიდან არც ერთი არ აძლევს სასამართლოს ისეთ ინფორმაციას, რაც ბრალდების მხარეს შესაძლოა, გამოადგეს ბრალის დასადასტურებლად. ვფიქრობთ რომ ახალ წლამდე ბრალდების მხარე დაამთავრებს საკუთარი მტკიცებების გამოკვლევას და შემდეგ უკვე შევუდგებით დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას. დარჩენილი არიან ე.წ. ოქროს მოწმეები, როგორც ბრალდების მხარე უწოდებს, ასევე ექსპერტები“, – განაცხადა ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ.

 

დატოვე კომენტარი