ოპოზიციის წარმომადგენლებმა მცხეთის მერიის ტერიტორია დატოვეს
ოპოზიციის წარმომადგენლებმა მცხეთის მერიის ტერიტორია დატოვეს

მცხეთის მერიის მიმდებარე ტერიტორია ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა დატოვეს.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, საქართველოს მასშტაბით აქციები კვლავ გაგრძელდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საპროტესტო აქციები გეგმის მიხედვით გაიმართება თბილისშიც.

„გაგრძელდება აქციები ყველა რეგიონში, თბილისი არ არის მხოლოდ საქართველო. მასობრივად გვექნება შეხვედრები. თბილისი ისევ აქტუალური იქნება თავისი პარლამენტით, პიკეტირებით, ყველაფერი ძალაშია, ყველა გეგმა იქნება შესრულებული“ ,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მცხეთის მერიასთან რჩებიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა გუშინ, მცხეთის მერიასთან მომხდარი დაპირისპირება გააპროტესტეს. ისინი მცხეთის მერიასთან სვეტიცხოვლიდან მსვლელობით მივიდნენ.