მცხეთის მერიასთან, აქციაზე გიგა ბოკერიას წყალი შეასხეს [ვიდეო]

მცხეთის მერიასთან, აქციაზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

აქციაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს „მონები“ უწოდა და მიმართა მათ, რომ ყველას იმახსოვრებს, რის შემდეგაც ბოკერიას აქციის მონაწილეებმა წყალი შეასხეს.

მცხეთაში აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით იმართება.