მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარედ გარევაჭრობა ორშაბათიდან განახლდება
მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარედ გარევაჭრობა ორშაბათიდან განახლდება

მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარედ გარევაჭრობა ორშაბათამდე შეწყვეტილი იქნება. შეთანხმება საპატრიარქოს, მცხეთის მერიასა და გარემოვაჭრეებს შორის მოხდა.

უახლოეს დღეებში ადგილზე იმ ახალ სავაჭრო დახლებს აიტანენ, რომელიც მოვაჭრეებს მერიამ დაუმზადა და რომლის დადგმასაც, მცხეთის მერის განცხადებით, ტაძრის წინამძღვარი ეწინააღმდეგებოდა.

არსებული ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ახლა მცხეთის მერიაში სწორედ სამინისტროს ნებართვას ელოდებიან, რომ მონასტერთან ახალი დახლები განთავსდეს.

მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქაოტური და მოუწესრიგებელი გარევაჭრობის მოტივით, ჯვრის მონასტერი მისი წინამძღვრის მამა კონსტანტინე ჭინჭარაულის გადაწყვეტილებით, ორი დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. ქვეყნის ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კარი დღეს დილიდან გაიღო.