მცხეთასთან სატვირთო მანქანა გადაბრუნდა
მცხეთასთან სატვირთო მანქანა გადაბრუნდა

მცხეთის ხიდთან სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა.

როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევა მოსახვევში მოხდა, სადაც ავტომანქანა მისმა ტვირთმა გადასძალა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-მ მძღოლი დააჯარიმა.