მცხეთასთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ექვსი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს
მცხეთასთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ექვსი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს

მცხეთის სიახლოვეს, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ექვსი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. მათ შორის, ერთი ავტობუსი, ერთი მიკროავტობუსი და ერთი სატვირთო ავტომობილი იყო.

ავარიის შედეგად, ქალი და მამაკაცი დაშავდნენ. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.