მცხეთაში „საპატიო მოქალაქეების“ წარდგენა-დაჯილდოება გაიმართა
მცხეთაში „საპატიო მოქალაქეების“ წარდგენა-დაჯილდოება გაიმართა

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთაში „საპატიო მოქალაქეების“ წარდგენა-დაჯილდოება გაიმართა.

მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ ტოჩინოშინს ლევან გორგაძეს, სასულიერო პირს დავით ჯიშკარიანს, ნიჩბოსან ზაზა ნადირაძეს, ბავშვთა კარდიოქირურგს თორნიკე სოლოღაშვილსა და რეჟისორ გიორგი ოვაშვილს.

მცხეთის „საპატიო მოქალაქეებს“ პრიზები ადგილობრივი მერიის წარმომადგენლებმა გადასცეს.