მცხეთაში, ორ ახალ კორპუსში ბინებს 120 დევნილი ოჯახი მიიღებს
მცხეთაში, ორ ახალ კორპუსში ბინებს 120 დევნილი ოჯახი მიიღებს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთაში დევნილთათვის ორი კორპუსის მშენებლობა დაასრულა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 5.5 მილიონი ლარია.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, აღნიშნულ კორპუსებში 120 დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი სახლი.

მათი ინფორმაციით, სამუშაოები ითვალისწინებდა ორი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასა და გარეგანათების მონტაჟს. ორივე კორპუსს აქვს საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართა სანიაღვრე სისტემები.  საცხოვრებელი ბინები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

გარდა ამ პროექტისა, როგორც ფონდში აცხადებენ, დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა სხვა მუნიციპალიტეტებშიც ხორციელდება, მათ შორის ქუთაისში, წყალტუბოსა და ზუგდიდში. აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ ფართებს 3700-ზე მეტი ოჯახი მიიღებს.

დატოვე კომენტარი