მცხეთაში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის ფოტოებით დახვდნენ 
მცხეთაში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის ფოტოებით დახვდნენ 

მცხეთის მერიასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის ფოტოებით დახვდნენ.

ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ხშირია სიტყვიერი დაპირისპირება.

მცხეთაში აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით იმართება. მათ აქცია სვეტიცხოვლიდან მსვლელობით დაიწყეს და მცხეთის მერიასთან მივიდნენ.