მცხეთაში არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დაიწყო
მცხეთაში არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დაიწყო

ქალაქ მცხეთაში არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, შენობაში საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები და 25 000 უნიკალური არქეოლოგიური ექსპონატი განთავსდება.

ასევე ჩატარდება არსებული შენობის სივრცეში ინტეგრირებული არქეოლოგიური ძეგლის, “მცხეთის კარიბჭის” საკონსერვაციო სამუშაოები. ხოლო,  მუზეუმის მიმდებარედ კი, საზოგადოებრივი სივრცე მოეწყობა.

მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.