მცხეთაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება
მცხეთაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება

მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა.

მცხეთაზე საკოორდინაციო საბჭომ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება. გუშინ აღინიშნა, რომ რესტორნების 22:00 საათიდან ჩაკეტვიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაინაცვლეს მცხეთაში, თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, ის რეჟიმი ამოქმედდება, რაც არის ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე რესტორნებთან მიმართებით. სამწუხაროდ, დაფიქსირდა ასეთი ფაქტები, რაც უარყოფითად აისახება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. როდესაც ჩვენ დავკეტეთ 22:00 საათიდან რესტორნები, ეს ბუნებრივია, დავაფუძნეთ კონკრეტულ ლოგიკას და ამის მიღმა იყო კონკრეტული ქეისები. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს მაქსიმალურად დავემორჩილოთ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.