მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის გზის მე-6 კმ-ზე მთის ფერდის ჩამოშლისა და ქვის ცვენის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

23:12, 01.09.2025

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი მთის ფერდის ჩამოშლა და ქვის ცვენა გახდა.

მსგავსი