მცხეთა-მთიანეთში ძარცვის მცდელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
მცხეთა-მთიანეთში ძარცვის მცდელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ძარცვის მცდელობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1997 წელს დაბადებული ს.წ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში ძარცვის მიზნით ბრალდებულმა უკანონოდ შეაღწია სხვის საცხოვრებელ სახლში და 1997 წელს დაბადებულ ა.წ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

„გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ს.წ. დანაშაულის ჩადენის ადგილზევე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.