მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ქანდაში ახალი საექიმო ამბულატორია გაიხსნა
მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ქანდაში ახალი საექიმო ამბულატორია გაიხსნა

დღეიდან სოფელ ძველ ქანდაში ახლად გახსნილი ამბულატორია ადგილობრივ მოსახლეობას პირველად სამედიცინო მომსახურებას ახალ გარემოში გაუწევს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამბულატორია აღჭურვილია პირველადი ჯანდაცვის ცენტრისთვის საჭირო ყველა სამედიცინო ინვენტარით და 1 700 ბენეფიციარს მოემსახურება.

ახალი ამბულატორია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე კალანდიამ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძესთან და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან ერთად მოინახულა.